ორშაბათი, 29.04.2024, 05:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 20

მაისიდან კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ პარტნიორებთან - პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ და მეწარმე ქალთა ფონდი - შეუდგა რეგიონალური პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება ჩართვისა და თანამშრომლობის გზით - აქტიური მუშაობა იგპ და ქალთა ჯგუფებთან არჩევნებისთვის მათი მომზადების მიზნით“ განხორციელებას იმერეთში (ქუთაისი, წყალტუბო) და სამეგრელოში (სენაკი, მენჯი) .

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

-  ქუთაისის 12, წყალტუბოს 4 და სენაკის 2 კოლექტიურ ცენტრში (სულ 18 კოლექტიური ცენტრი) მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებისა და პრობლემების შესაწავლა;

- შეხვედრების ორგანიზება და გამართვა ქალ-კანდიდატებთან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და ბლოკს: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თვითმმართველობა ხალხს“, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია”, შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია.

- საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დევნილებთან მიღებული ინფორმაციის გავრცელებისათვის - ქუთაისში - 12 შეხვედრა, წყალტუბოში - 4 და სენაკში - 2 შეხვედრა.

პროექტის მიზანი:

- დევნილთა ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატ ქალთა პროგრამების შესახებ და კანდიდატებისთვის დევნილთა პრობელმების გაცნობა

- დევნილთა ინფორმირებული საზოგადოების მხარდაჭერა ქალი კანდიდატების მიმართ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ქუთაისში, წყალტუბოსა და სენაკში. 

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 787 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2014

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომაზე გაკეთდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის საერთო ანალიზი.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა კი საბჭოს წევრებს გააცნეს ორი გამოკითხვის შედეგები: ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში ბულინგის პრობლემასთან დაკავშირებით და ქუთაისის 13 საბავშვო ბაღში გენდერულ საჭიროებათა გამოვლენის კუთხით (საჯარო სკოლებში გამოკითხულ იქნა 50 პედაგოგი, 50 მშობელი, 50 მოსწავლე, ხოლო საბავშვო ბაღებში - 65 მასწავლებელი და 65 მშობელი).

საბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატს გაეგზავნება წერილი, რომელშიც დაფიქსირდება ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები, ქუთაისის ბაღებსა და სკოლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რათა მათ ყოველივე ეს გაითვალისწინონ თავიანთ პროგრამებში.  

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 805 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2014

ტელეკომპანია „ეგრისზე“ გასული სიუჟეტი სენაკის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერულ სურათს გვიხატავს. საოლქო კომისიის თავმჯდომარეს - მაია ფირცხალავას  აღნიშნული პოსტი 2008 წლიდან უკავია. კომისიის მუდმივმოქმედი წევრებიდან ხუთივე ქალია. არჩევნების პერიოდისათვის 13 ადამიანი ერთვება საქმიანობაში. მათ შორის 11 ქალია, 2 - მამაკაცი. 9 ტექნიკური პერსონალიდან 5 ქალია. ისინი სიამაყით გვიჩვენებენ ცესკოს საპატიო სიგელს, რომელიც მათი გულმოდგინე საქმიანობის გამოხატულებაა.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ფონდი „სოხუმს და მოხარული ვართ, რომ მის მიერ სენაკში ძალიან  საინტერესო საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი“, - ქალბატონი მაია იმედს გამოთქვამს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო მოქალაქეებს ბევრი მათთვის  აქტუალური საკითხის გადაჭრაში დაეხმარება.

საოლქო კომისიის იურისტი, რამაზ კუპრეიშვილი კოლეგების კომპენენტურობასა და მაღალ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობა მისთვის საკმაოდ კომფორტულია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0