ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელის ლიდერები მორიგ ქსელურ შეხვედრაზე სენაკში შეიკრიბნენ.
ცენტრების ლიდერებმა ისაუბრეს პრობლემებსა და შედეგებზე. აღინიშნა, რომ გასული თვე ექვსივე ცენტრში დატვირთული იყო აქტივობებით.
ახალგაზრდული ცენტრები შეუერთდნენ თბილისში დაწყებულ საყოველთაო აქციას „მოხეტიალე წიგნები“. სუიციდის თემაზე ჩატარებულ დებატებს კი მოჰყვა ვორკშოპები სკოლებსა და უნივერსიტეტში.
მონაწილეებმა მომდევნო სამი თვის გეგმა განიხილეს.
ქუჩის გამოკითხვები, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები – ახალგაზრდული ცენტრები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|