ორშაბათი, 29.04.2024, 08:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 22

ქ. ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდა დებატები თემაზე „მოზარდების შეხედულებები რელიგიაზე“. შეხვედრას 20 ახალგაზრდა ესწრებოდა. ბოლო დროს ეს საკითხი  ძალზე აქტუალური გახდა და მოსწავლეებმა თავად ისურვეს ამ თემაზე საუბარი.

გამოითქვა მოსაზრებები სახელმწიფო რელიგიის შესახებ, რელიგიურ უმცირესობებზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს არსებობის უფლება და არავინ არ უნდა გახდეს ძალადობის მსხვერპლი. თუმცა ამ მოსაზრებასჰ ყავდა ოპონენტებიც.

მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)


 

 

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 698 | დაამატა: admin | თარიღი: 23.05.2014

 

13.05 - გადაცემა „ფაქტში“ გასული სიუჟეტი ოზურგეთის ამომრჩევლის დამოკიდებულებას უჩვენებს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხისადმი. უბრალო მოქალაქეების განწყობა საკითხისადმი პოზიტიურია, მაგრამ პრინციპული: „მთავარია, მათი აზრი იყოს გათვალისწინებული“. ისინიც კი, ვინც არ არის ჩამოყალიბებული - შეუძლიათ თუ არა მათ პოლიტიკის შეცვლა, მიიჩნევენ, რომ „ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ქვეყნის მართვაში“; „არჩევით ორგანოში ქალიც და კაციც ერთნაირად უნდა იქნენ წარმოდგენილი“.

14.05 - „ერთგულება“, „ამომრჩევლის ნდობის მანდატი“, „პოლიტიკური ტემპერატურის დაბალანსება“ - ეს თვისებები გამოარჩევს  ყველაზე უფრო ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული მამაკაცების აზრით პოლიტიკოს ქალებს და მოხარული არიან, რომ თავიანთ თანამებრძოლთა შორის ბევრი ქალბატონია.

22.05 - ტელესიუჟეტი ადგილობრივ არჩევნებში ქალების მონაწილეობას ეძღვნება და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორი წევრი ქალბატონის მთავარ „მესიჯებს“ აცნობს ამომრჩეველს. ოზურგეთი იმ მცირერიცხოვან თვითმმართველ ერთეულებს  შორისაა, სადაც მერობისათვის ქალი კანდიდატი იბრძოლებს.

სიუჟეტი პოლიტიკოსი ქალების საინტერესო შტრიხებს გვაცნობს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2014

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომაზე სხვადასხვა ადგილობრივი ჯგუფის გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგები განიხილეს. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, გამოიკვეთა არაერთი საინტერესო წინადადება, რომელიც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივებს და, ძირითადად, ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ინიციატივა ქალთა მხარდაჭერისთვის.

„არავის არ უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ ადგილობრივი რესურსების დანაწილება სამართლიანად არ ხდება. ამიტომ ბიუჯეტირების პროცესში ჩართული უნდა იყოს საზოგადოების ფართო სპექტრი“.  „არცერთი თვითმმართველობა არ ამბობს უარს ამ კუთხით თანამშრომლობაზე, მთავარია, თვითონ საზოგადოებამ შეძლოს თანამშრომლობის  ეტაპების გავლა, თავისი ხედვების წარმოდგენა, რათა ისინი აისახოს თვითმმართველობის ბიუჯეტში“, - ითქვა გადაცემაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 770 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2014

ფონდი „სოხუმის“ იურისტის მიერ ჩატარებული შეხვედრები მიეძღვნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონსა და საუბრებს ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე - ოჯახში სიმტკიცის, ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის აუცილებლობას, რაც შედეგად გამოიწვევს ნაკლებ კამათს, კონფლიქტს და ძალადობას.

ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 6 შეხვედრა.  ასევე შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების ეტაპებსა და პროცედურებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0