ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 21

ყოფილ სანატორიუმ «მენჯში» ამჟამად 65 დევნილი ოჯახი - 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. დევნილებს ბევრი პრობლემა აქვთ - არ იციან, თუ ვის ბალანსზეა შენობა - სახელმწიფოს თუ კერძო მესაკუთრის, როდის მოხდება აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია ან დევნილთა განსახლება შენობიდან და შესაბამისი ფართებით დაკმაყოფილება.

შენობაში ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა. არ არის წყალი, რის გამოც, სასმელ წყალს მოსახლეობის ეზოებიდან ეზიდებიან.

ახლომდებარე ტერიტორიაზე არ დგას ნაგვის ურნები, ამიტომ დევნილები შენობაში არსებულ ბუნკერს იყენებენ, მაგრამ ბუნკერი  ამორტიზებულია და გადავსებულია ნაგვით. ამის გამო შენობაში ანტისანიტარიაა, რაც საფრთხეს უქმნის მცხოვრებთ.

ფონდმა „სოხუმმა“ დანაგვიანების პრობლემა სენაკის «ქართული ოცნების» ოფისში დასვა. რეაგირება მალევე მოხდა - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ჩართვით აღნიშნული პრობლემა მეორე დღესვე მოგვარდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 827 | დაამატა: admin | თარიღი: 21.05.2014

- ბევრი რამ გავიგეთ და გავაცნობიერეთ, არ ვაპირებდი არჩევნებში წასვლას, მაგრამ ამ პროცესს სულ სხვა თვალით შევხედე. ჩემი ერთი ხმა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, ეს ჩემი მოვალეობაა და ამ მოვალეობას აუცილებლად შევასრულებ.

- უკვე სხვანაირად ვფიქრობ. როცა კანდიდატი მოვა ჩვენთან შეხვედრაზე, აუცილებლად დავუსვამ შეკითხვას - რას ჰპირდება ახალგაზრდობას! არჩევანს მისი პროგრამის მიხედვით გავაკეთებ.

ასეთი მოსაზრებები გაისმა სენაკის ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამართულ დებატებზე, რომელსაც მეთორმეტეკლასელები ესწრებოდნენ. განსახილველი თემა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ისინი წელს პირველად მონაწილეობენ არჩევნებში.

უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა ვადით ირჩევენ ადგილობრივ მთავრობას, რას ნიშნავს საკრებულო, რა ფუნქციები აქვს და როგორ ხდება მისი დაკომპლექტება.  ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ესტუმრონ სენაკის საკრებულოს, რათა ადგილზე გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 661 | დაამატა: admin | თარიღი: 21.05.2014

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა მიეძღვნა გასულ თვეს საბჭოს წევრების მიერ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზს.

- კვლევის წარმოდგენილი ანალიზი იძლევა ქალაქში ქალების წინაშე მდგარი პრობლემების სრულ სურათს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალიზი მუშაობის მიმართულებას მისცემს არა მარტო გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, არამდე სენაკის ადგილობრივ თვითმმართველობას, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ.

შეხვედრაში მონაწილეობდა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნატალია თოდუა, რომელმაც შეკრებილებს უამბო ქუთაისის საბჭოს მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ და ისაუბრა კვლევებზე, რომლებიც ჩატარდა სკოლებში ბულინგის პრობლემის გამოვლენისა და საბავშვო ბაღებში გენდერული სიტუაციის გასარკვევად. მან ხაზი გაუსვა ძირითად პრობლემებს, რომლებიც გამოიკვეთა პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვის შედეგად.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სენაკის სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა.

მაგრამ ამასთან ერთად ისიც დააფიქსირეს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - ეს ყურადსაღები  ინფორმაცია აღმოჩნდა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთვის.

სხდომის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით გენდერული  საბჭოების ქსელი შეძლებს მოსახლეობის ბევრი საჭირბოროტო პრობლემის მოგვარებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 720 | დაამატა: admin | თარიღი: 21.05.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0