ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია. შეხვედრის ზოგიერთ მონაწილეს ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერაში“ ჰქონდა ჩატარებული გამოკვლევები და დამატებით გინეკოლოგის კონსულტაციას საჭიროებდა, რაც მიიღო კიდეც.
საუბარი სხვა თემებსაც შეეხო - გოგონებისა თუ ასაკოვანი ქალბატონების პრობლემები, სხვადასხვა სახის ვირუსი...
აქტუალური იყო რჩევები კალციუმის შესახებ. ექიმმა შეკრებილებს განუმარტა, რომ 40 წლის შემდეგ აუცილებელია მისი მიღება, რადგან ორგანიზმი ვერ ღებულობს კალციუმის საჭირო რაოდენობას.
შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები:
- აუცილებელ შეკითხვებზე მივიღე პასუხი.
- ამდენი კითხვა ერთად არასდროს დამისვამს ექიმისთვის შეზღუდული დროის გამო.
- ნამდვილად სასარგებლო იყო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|