კვირა, 24.11.2024, 02:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 30

ჟურნალი „ქალები, მშვიდობა, ადამიანური უსაფრთხოება“ გამოვიდა  ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქა­ლები და გო­გო­ნები მშვი­დობის, უსაფრთხოებისა და სო­ცი­ა­ლუ­რი  სამართლიანობისათ­ვის“ ფარგლებში.

პრო­ექ­ტის მე­ო­რე ნა­წი­ლის ამო­ცა­ნაა - ქალ­თა რო­ლის გაზ­რდა ფონ­დი „სოხუმი­სა“ და აფხაზეთის ქალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლობით ად­გი­ლობრივ საზოგადოებაში მშვი­დობის, ადა­მი­ა­ნუ­რი უსაფრთხოებისა და გენ­დე­რუ­ლი თანასწორობის სა­კითხებში.

ჟურნალი სწორედ ამ ნაწილის ფარგლებში ჩატარებულ მუშაობას ასახავს - პროექტის მონაწილეთა საინტერესო პორტრეტებით, ისტორიებით, შთაბეჭდილებებით...

Donwload>>>

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 31.05.2014

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ყოველთვიურად ტარდება სამობილიზაციო შეხვედრები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.

ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკსა და ხურჩაში მაისის თვის შეხვედრების თემა იყო - ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის გზები. აგრეთვე განხილული იყო წინასაარჩევნო გენდერული სიტუაცია აღნიშნულ ქალაქებში, საუბრები შეეხო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალი-კანდიდატების მხარდაჭერა ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 817 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2014

ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ თავისი მორიგი შეხვედრა თვითმმართველობის გენდერული ანალიზისთვის მოსამზადებელ საქმიანობას მიუძღვნა. განისაზღვრა სფეროები, რომელთა მონიტორინგი უნდა ჩატარდეს; ის, თუ  ვინ იქნება ჩართული პროცესში; როგორ და  რა ვადებში მოხდება ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.

საბჭოს სხდომას შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც დაინტერესდა  საბჭოს საქმიანობით, უპასუხა საბჭოს წევრების შეკითხვებს თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 ამ დღეს დაემთხვა კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები სიამოვნებით შეუერთდნენ: საბჭოს წევრის, ბათუმის საპატიო მოქალაქის, პროფესორ რამაზ სურმანიძის წიგნის „გრიგოლ ვოლსკი“ პრეზენტაცია, რომელიც თვითმმართველობის მიერ იყო მხარდაჭერილი და ქალაქისათვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 829 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0