|
ხუთშაბათი, 13.11.2025, 10:53
მოგესალმები სტუმარი
...
მთავარი » 2014 » აპრილი » 30
 |
იურისტთან შეხვედრები ბევრ აქტუალურ საკითხს ეხება. აპრილის შეხვედრების ერთ-ერთი თემა იყო საალიმენტო მოვალეობანი. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობებზე, ალიმენტის ოდენობაზე და სხვა საკითხებზე.
აპრილში ჩატარდა 6 შეხვედრა იურისტთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში, რომელთაც ესწრებოდა 65 ქალი.
ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ფონდი „სოხუმის“ ოფისში მოქალაქემ მიიღო ახსნა-განმარტება, როგორ დაიცვას თავი მოძალადე გაშორებული მეუღლისაგან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|
დებატები ზუგდიდსა და სენაკში, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტების პორტრეტები, ხონელი ახალგაზრდების ხედვა, ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის აქტიური მუშაობა, ოჯახში ძალადობის პრევენცია - ეს და სხვა საკითხები აისახა ჟურნალ „ქალთა ხმის“ მეორე ნომერში.
ჩანახატი, ანალიტიკური სტატია, ინფორმაცია, რეპორტაჟი - ჟურნალი ჟანრობრივადაც მდიდარია.
მკითხველს შესაძლებლობა აქვს, დაინახოს ფონდი „სოხუმის“ მუშაობის მასშტაბები მნიშვნელოვანი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
Donwload>>>
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
 |
აპრილის თვის შეხვედრების თემა იყო ძალადობის მსხვერპლ ქალთა რეაბილიტაცია.
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში.
შეხვედრებზე დევნილმა ქალბატონებმა გაიგეს სიახლეები. მათ დაურიგდათფონდი „სოხუმის“ ჟურნალები და მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრებს ინტერესით ელოდებიან დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, ქალბატონებს აქვთ შესაძლებლობა, არა მარტო განიტვირთონ ყოველდღიურობისგან, არამედ მობილიზატორებისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით მოაგვარონ თავიანთი პრობლემები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
 |
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის სტრატეგია, პროექტის ცალკეული კომპონენტების მნიშვნელობა და მიღებული შედეგების კავშირი მთავარ მიზანთან - ამ საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა ქობულეთში. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები.
ინტერაქტიულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა, იმიტირებულმა წარმოდგენებმა, დისკუსიებმა საშუალება მისცა მონაწილეებს, სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ განსახილველ საკითხებს.
ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს:
- თითქოს ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ უკეთ გავიაზრეთ აქტივობები კავშირი პროექტის მთავარ მიზანთან.
- გავაანალიზეთ, რამდენად სწორია ის სტრატეგია, რომელსაც მუშაობისას ვიყენებთ.
-დღეიდან შევძლებთ უფრო ეფექტური გავხადოთ საკუთარი მუშაობა, ამაში ეს ტრენინგი დაგვეხმარა.
მობილიზატორების აზრით, სასურველია, მსგავსი ტიპის ტრენინგები ხშირად გაიმართოს, რათა მათი პროფესიული მომზადების ხარისხი გაიზარდოს, რაც მათ შემდგომ მუშაობაში აისახება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
 |
ფეისბუქის ახალგაზრდულ გვერდზე ბევრი პუბლიკაცია დაფიქსირდა თემაზე „მოხეტიალე წიგნი“. ქუთაისში, შექსპირის კვირეულთან დაკავშირებით ჩვენ სახეტიალოდ სიმბოლურად გავუშვით „მეფე ლირი“.
ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა:
- 27 წლის ვარ, აქამდე არასოდეს შევხვედრივარ ამ წიგნს. ახლა თეატრის ახლოს ვიპოვე, წავიკითხე და იქვე დავტოვე. გამიხარდება, თუ სხვა მკითხველები გაგვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. მადლობა თქვენ!
აპრილის თვის სტატისტიკა:
189 მომხმარებელმა მოიწონა გვერდი
22 ახალი პუბლიკაცია გაჩნდა
436 დათვალიერება
ახალგაზრდული გვერდი სულ უფრო აქტიური ხდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
 |
აპრილში ქუთაისში ჩატარდა 8 ჯგუფური და ორი ინდივიდუალური (პრობლემები - მოძალადისგან თავის დაცვა და მოზარდის დეპრესია) შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 87 ქალბატონი 19-დან 60 წლამდე.
3 ჯგუფური შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართა სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 28-დან 60 წლამდე ასაკის 45 ქალბატონის მონაწილეობით.
თითქმის ყველა შეხვედრაზე დაისვა ფულის ხარჯვასთან დაკავშირებული საოჯახო კონფლიქტების საკითხი: „არ მენდობა“, „მეჩხუბება, ფული რაში დახარჯეო“, „ყაირათიანი ქალი არ ხარო“ და ა.შ.
ადრე პატივსაცემ ოჯახებში არსებობდა წიგნი, სადაც საღამოობით შეჰქონდათ საოჯახო ხარჯები. ძველი ხერხი დღესაც აქტუალურია - ეს დააწყნარებს ნერვებს, არ იქნება კონფლიქტები, გაიზრდება ნდობა, ყველას ექნება რეალური ინფორმაცია შემოსავალსა და გასავალზე, რაც ხელს შუწყობს ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
| |
|
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|