როგორ აფასებენ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები გენდერული საჭიროებების კვლევას, რომელიც მათი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა; რა თემებს მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ბრიფინგი ადგილობრივ ჟურნალისტებთან; როგორ ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საბჭოს შორის და რამდენად ეხმარებათ ეს საქმიანობაში - ტელეკომპანია „ეგრისის“ სიუჟეტმა მაყურებელს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს „დღის წესრიგი“ კიდევ ერთხელ გააცნო:
„მოხარულნი ვართ, რომ ეს კვლევა ჩატარდა, მან ბევრი პრობლემა თვალსაჩინო გახადა“, - ეს კვლევის მონაწილეების პოზიციაა.
„მადლობა ადგილობრივ მედიას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან თანამშრომლობა - ის, რომ მეტი ყურადღება ექცევა გენდერულ საკითხებს“, - ითქვა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.
„სიამოვნებით გავეცანი სენაკის საბჭოს საქმიანობას. შევხვდი კოლეგა-ჟურნალისტებს. ოზურგეთში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ეგიდით ჟურნალისტები რამდენიმე ადგილობრივი პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ვართ ჩართული - ამით მედიის სოციალური ფუნქციის ხაზგასმა ხდება“, - სენაკში სტუმრად მყოფი ოზურგეთის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი გიორგი სირაძე კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|