რა პრობლემები აქვთ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რატომ გახშირდა სუიციდის ფაქტები - ამ საკითხებზე გამართა დებატები ხონის ახალგაზრდულმა ცენტრმა.
ფაქტების გაანალიზებასა და მიზეზების განხილვას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხშირად მსგავსი ტიპის პრობლემები იმ მოზარდებს აქვთ, რომელთა დედები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასული. დანარჩენებმა სერიოზულ მიზეზად დაასახელეს თანატოლებთან გაუცხოება, საზოგადოების გულგრილობა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
მიზეზების განხილვის შემდეგ გამოსავალზეც იფიქრეს. მათი აზრით, სკოლებში აუცილებელია მუშაობდეს ფსიქოლოგი, არ უნდა დავშორდეთ ეკლესიას, საზოგადოება უნდა იყოს უფრო ტოლერანტული.
დებატ-კლუბის წევრების აზრით, ამ თემაზე დისკუსია უფრო ფართო წრეში უნდა წარიმართოს, რათა ნეგატიური შედეგები თავიდან ავიცილოთ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|