კვირა, 24.11.2024, 01:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 11

მენეჯერმა მედეა მიქელაძემ იმ კულტურული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბოლო თვეებში ჩატარდა „მეგობრობის სახლში“ ქალაქის მერიისა და სხვადასხვა საკონსულოს თანადაფინანსებით:

-21 მარტს აზერბაიჯანელებმა ახალი წელი აღნიშნეს, 25-ში - ბერძნებმა დამოუკიდებლობის დღე. დაგეგმილია პოეზიის საღამოს ჩატარება, ვეტერანების მოწვევა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ.

ქალბატონ მედეას თქმით, დიასპორების ძირითადი პრობლემა ფინანსების მოძიებაა.

ინტერნეტის  პრობლემა უკვე გვარდება, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების უფრო აქტიურ მუშაობას..

იმავე დღეს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ბათუმის ხალხური რეწვის ყოფის სალონ-სახელოსნო „ბორჯღალოს“ ესტუმრნენ (www.akvani.ge). დამფუძნებელმა ქემალ თურმანიძემ ხელნაკეთი უნიკალური ნამუშევრები (აჭარის მაღალმთიანი სოფლების ამსახველი ეთნოგრაფიული ნიმუშები) დაათვალიერებინა მათ და ფონდთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 918 | დაამატა: admin | თარიღი: 12.04.2014

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი, ძირითადად, საბჭოს წევრების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის საბოლოო შედეგებს შეეხო. აქტიური დისკუსიების შემდეგ შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც  წარედგინება საკრებულოს, რათა ადგილობრივ ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს კვლევის შედეგად გამოვლენილი  საჭიროებები.

სხდომაზე საკრებულოს გენდერული მრჩევლის ინფორმაციაც იქნა მოსმენილი: „კოლეგებთან შეხვედრებისას აშკარად იკვეთება, რომ ბათუმი ძალიან წავიდა წინ გენდერული პერსპექტივების დამკვიდრების თვალსაზრისით და ეს ძალიან მახარებს. ინტერესით გავეცანი კვლევას და და დავინახე თანამშრომლობის მიმართულებები. ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს რესურსი ბევრი წარმოჩენილი  პრობლემის გადასაჭრელად“.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ საკითხებზეც, რომელთა სხვადასხვა დონეზე ადვოკატირება საჭიროდ მიაჩნიათ და მათი მოგვარების სტრატეგიაც დასახეს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 12.04.2014

2, 3 და 11 აპრილს წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგ თათა კალანდაძის კონსულტაცია.

39 ქალბატონთან გამართული შეხვედრები ითვალისწინებდა ფსიქოლოგიურ ტესტირებას - რამდენად კარგად იცნობენ დედები საკუთარ შვილებს.

ტესტირების მიზანია მშობლებისა და შვილების ურთიერთობების სწორი ფორმირება და კონსტრუქცია, პრობლემურ ურთიერთობათა ანალიზი და კორექცია.

თემა და ტესტირებაც ქალებისათვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა. 39 ქალბატონიდან 23 არის მშობელი და მათ შორის 35-40% ნაკლებად იცნობს საკუთარ შვილს, არ იცის, რა უნდა მას, რას განიცდის, რით არის დაინტერესებული, რა პრობლემები აქვს პირად თუ მიკროსოციუმში, არ იცის, რა ანიჭებს სიამოვნებას, ან რა არის შვილისათვის მიუღებელი.

ტესტირების ჩატარებისა და შედეგების ანალიზის შემდეგ წარიმართა მსჯელობა რეალურ პრობლემაზე, ქალბატონებმა მიიღეს  რჩევები შვილებთან მეტად დაახლოებისათვის.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 696 | დაამატა: admin | თარიღი: 12.04.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0