ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 10
 

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. საბჭოს წევრები მაღალ შეფასებას აძლევენ ტრენინგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა:

„ის ძალიან დაგვეხმარა, რომ თვითმმართველობების გენდერული დღის წესრიგის შესაქმნელად აუცილებელ კონცეფციაზე დაგვეწყო მუშაობა“.

„აქამდე გენდერს მხოლოდ ქალთა უფლებების ჭრილში განვიხილავდი. ტრენინგის წყალობით ჩემი თვალსაწიერი ძალიან გაფართოვდა“.

„სხდომებზე განისაზღვრა საბჭოს სტრატეგია და ღონისძიებები. ამით არაერთი ადგილობრივი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა გახდება შესაძლებელი“.

„გვინდა აქტიურად ჩავერთოთ მონიტორინგში, რომელიც ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისას სავალდებულო გენდერული სტანდარტების გათვალისწინებას შეუწყობს ხელს“.

„ამ ეტაპზე საბჭოს წევრები აქტიურად ვართ ჩართული კვლევაში და ვხედავთ, რომ გამოიკვეთა უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს“.

 

საბჭოს წევრებთან ინტერვიუები მიუთითებს, რომ მათ ღრმად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა ქალთა მხარდაჭერისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 743 | დაამატა: admin | თარიღი: 11.04.2014

გარდატეხის ასაკის პრობლემები, დეპრესია და სუიციდის ფაქტები - ამ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში. გვანცა ჩიხლაძის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების შემდეგ ახალგაზრდები დისკუსიაში ჩაერთნენ:

- ზუსტად ვიცი, რომ ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიქრობს თვითმკვლელობაზე, მსგავსი რამ მეც განმიცდია.

- მე არასდროს მიფიქრია თვითმკვლელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვყოფილვარ სასოწარკვეთაში.

- ცხოვრება ხანმოკლე და მშვენიერია, არ უნდა დახარჯო ის მსგავს სისულელეებზე ფიქრში.

ასეთი მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მონაწილეები, თუმცა ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს პრობლემა რეალურად დგას ჩვენს ირგვლივ:

- იმის გამო, რომ მოზარდი ჩაფლულია ვირტუალურ სამყაროში, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება.

- აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ოჯახის წევრებისგან და შემდეგ -  პედაგოგებისგან.

- ჩვენ უნდა შევქმნათ ინტერესთა სფერო, რაც მოგვცემს ინტელექტუალური განვითარების საშუალებას.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა გააფორმეს „მოხეტიალე წიგნი“ და ამგვარად ჩაუყარეს საფუძველი მხიარულ და საინტერესო წამოწყებას, რომელიც ძალიან პოპულარული  გახდა ახალგაზრდებში.

მონაწილეები გეგმავენ სკოლებში მსგავსი შეხვედრების ჩატარებას და ახალგაზრდების დაინტერესებას ჯანსაღი ცხოვრების წესით.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 10.04.2014

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასული სიუჟეტი ასახავს სენაკის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ქალების წვლილს თვითმმართველობის საქმიანობაში და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ქალთა მხარდაჭერის კუთხით. 

სიუჟეტში კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ნაჩვენებია, როგორ უჭერს მხარს არსებული საკანონმდებლო ბაზა ქალთა მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე;  როგორ ახერხებენ სენაკის თვითმმართველობაში დასაქმებული ქალები პროფესიული და საოჯახო საქმიანობის შეთავსებას, რა წვლილი შეაქვთ ადგილობრივი პოლიტიკის გაუმჯობესებაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 663 | დაამატა: admin | თარიღი: 10.04.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0