კვირა, 24.11.2024, 01:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 23

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა დაეთმო ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების შეჯამებას. კვლევის შედეგად გამოიკვეთა საინტერესო საკითხები, რომელთაც საბჭოს წევრები ადვოკატირებას გაუწევენ ადგილობრივ თვითმართველობაში:

- ქალებისთვის: პროფესიული განათლება, დასაქმების ხელშეწყობა, თავიანთი უფლებების გაცნობა, პოლიტიკური მოტივაციის გაზრდა...

- ახალგაზრდებისთვის: საინტერესო გარემოს, შემეცნებითი და სპორტული სივრცის შექმნა თემებში. 

- ხანდაზმულებისთვის: სოციალური პაკეტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დაცულობას...

გამოიკვეთა შინმოვლის სერვისის ამუშავების აუცილებლობა, არაანაზღაურებადი შრომის გაწევისას, მაგ, ბავშვის მოვლა დაბადებიდან 3 წლამდე ჩაეთვალოს მუშაობის სტაჟში.

შეხვედრაზე აღინიშნა ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ერთიანი გენდერული პლატფორმის შემუშავების საჭიროება მეტი ეფექტისა და უკეთესი შედეგების მისაღწევად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 23.04.2014

ჟურნალისტები, რომელთაც ხვდება ოზურგეთში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ჟურნალისტთა გენდერული ქსელის წევრები არიან. ზოგიერთი მათგანი აქტიურადაა ჩართული ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში, აშუქებს საბჭოს აქტივობებს და ეხმაურება პრობლემებს, რომელთაც წამოწევენ ხოლმე საინფორმაციო შეხვედრებსა თუ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე (მაგალითისთვის, ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია ჩოხატაურის ქუჩაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანების პრობლემის შესახებ http://www.gurianews.com).

ოზურგეთელ ჟურნალისტებთან ზედმეტია ლაპარაკი მედიაში გენდერული მიდგომების თაობაზე. მხოლოდ მადლობას თუ გადავუხდით თანამშრომლობისათვის.

მაგრამ ახალმა პროექტმა განსაკუთრებით დააახლოვა ერთმანეთთან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები და სტიმული მისცა, ეფიქრათ ერთობლივ მედიაპროექტებზე გენდერული თანასწორობის პროპაგანდისა და წინასაარჩევნო კამპანიაში ქალთა მხარდაჭერისათვის.

შეხვედრა გაშუქდა ტელეკომპანია „გურიის“ ეთერით.

http://guria.tv/2014/04/6716

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 743 | დაამატა: admin | თარიღი: 23.04.2014

თემა - ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები და გენდერული სურათი ქალაქში. ავდოკატირების ჯგუფის მუშაობა - შედეგები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ჩატარდა, რომელსაც კლუბის 15 წევრი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქალი-კანდიდატები - ლელა ნაცვალაძე - „ბურჯანაძე - დემოკრატები“ - სიით №1, ირინა საჯაია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიით  №1, თამარ დუმბაძე - „ქართული ოცნება“ - სიით №4.

ქალ-კანდიდატებს, რომელთაც სიებში პირველი ადგილები უჭირავთ, გამარჯვების დიდი იმედი აქვთ - კლუბის წევრები მხარდაჭერას გაუწევენ მათ.

კლუბის წევრები აღნიშნავენ, რომ ყოველი შეხვედრა სიახლის მომცემია და მათ მეტი აქტიურობის სტიმულს სძენს.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიის  წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 704 | დაამატა: admin | თარიღი: 23.04.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0