ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 04

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ცენტრის ლიდერები ხონში შეიკრიბნენ. ქსელური შეხვედრები მცოცავი გრაფიკით ყველა ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება, რაც საშუალებას მისცემს მათ, სხვა ცენტრების მუშაობას ადგილზე გაეცნონ და ერთობლივად შეიმუშაონ  ეფექტური სამუშაო გეგმა.

ხონში შეკრებილებმა მარტში შესრულებული მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს პრობლემებზე და შედეგებზე. აღინიშნა, რომ დებატები საინტერესოდ მიდის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან მეტი აქტივობაა საჭირო. გაჩნდა იდეები, რომლებიც აპრილის გეგმაში აისახა.

კვლევები, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები სკოლებსა და ინსტიტუტებში –  ასეთია სამომავლო გეგმები.

ცენტრის ლიდერების მორიგი შეხვედრა სენაკის ახალგაზრდულ ცენტრში დაიგეგმა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 04.04.2014

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მორიგი ვორკშოპი ჩატარდა. დევნილი და ადგილობრივი ქალების გარდა შეხვედრისადმი ინტერესი ვაჟებმაც გამოხატეს და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში.  

შეხვედრაზე გამოიკვეთა ადამიანური უსაფრთხოების პრობლემური სფეროები.

„ტოტალური უმუშევრობის პირობებში ბევრი შენატრის იმ ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ, მაგრამ მათ, ხშირად, საკუთარი პრობლემები აქვთ: არანორმირებული სამუშაო დღე, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების უქონლობა, მამაკაცებთან შედარებით დაბალი ანაზღაურება, ნისიაზე  „ჩასაფრებული“  შემმოწმებლები“.

დასახელდა წინაღობები, რომლებიც სამსახურის მაძიებელ ქალებს ხვდებათ: დამსაქმებელს „არ აწყობს“ დაოჯახებული თანამშრომელი, არაოფიციალურად  და ოფიციალურად - არსებობს ასაკობრივი ცენზი“.

ქალებმა ერთმანეთს საკუთარი დაკვირვებები გაუზიარეს.

ვორკშოპის მეორე ბლოკი შეეხო ქალთა სამშვიდობო პოტენციალს, საერთაშორისო გამოცდილებას. მონაწილეთა ნაწილი წინასწარ გაეცნო კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“. ისინი თავიანთ ემოციებს გვიზიარებენ:

„ვერ გამოვდივარ იმ შთაბეჭდილებიდან, რაც  არგენტინის  მაიას მოედნის მამაცმა დედებმა და ბებიებმა მოახდინეს ჩემზე“.

„გასაკვირია, რატომ არ ხვდება ყურადღების ცენტრში ქალების სამშვიდობო ღვაწლი. შუქდება ყველაფერი - მათი პირადი ცხოვრება, კარიერა, მაგრამ არა სამშვიდობო მოღვაწეობა. ძალიან საინტერესო ისტორიებს გავეცანით კრებულში“.

„ვეცდები, ყველა ახლობელს  გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილება“.

ღონისძიება გააშუქეს რეგიონალურმა ტელევიზიებმა - „რიონმა“ და „მეგა ტვ“-მ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 810 | დაამატა: admin | თარიღი: 04.04.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0