მთავარი »
2013 » ივნისი » 25 » რადიომონოლოგებში ბევრი რამაა საერთო: ტკივილი, დაბნეულობა, შიში...
11:27 რადიომონოლოგებში ბევრი რამაა საერთო: ტკივილი, დაბნეულობა, შიში... |
| რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ძალადობის
მსხვერპლთა ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. ის სხვადასხვა ისტორიებს გვიყვება ადამიანებზე,
რომელთაც აერთიანებთ ერთი - ტკივილი, სასოწარკვეთა, დაბნეულობა, შიში გაურკვეველი მომავლის
გამო. მათი მოსმენის შემდეგ შეუძლებელია, პროტესტი არ გაგიჩნდეს მოძალადე მეუღლის მიმართ,
რომელიც, ალბათ დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა, როცა ღამით მალულად შეაჭრა ცოლს
თმები და ამითდასაჯა
დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ან
არ გაგაკვირვოს მეუღლის ოჯახის წევრების
საქციელმა, რომელთაც რძლის უმკაცრესი კონტროლი ნორმად მიაჩნიათ... რადიომონოლოგები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს,
რომ ოჯახში ძალადობას უმძიმესი შედეგები აქვს. შეგვახსენებს ოჯახური ურთიერთობების
სიფაქიზეს, ერთმანეთის, განსაკუთრებით ბავშვების მოფრთხილების აუცილებლობას. პროექტიხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია) |
|
კატეგორია: რადიოგადაცემები |
ნანახია: 856 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |