ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 5 » აქცია - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს
19:40
აქცია - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს

ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფი  აქტიურად აგრძელებს კამპანიას უძველესი ქალაქისთვის ღირსეული იერსახის შენარჩუნებისათვის.

5 ივნისს - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს,  კლუბის აქტივისტების, პარტნიორი არასათავრობო ორგანიზაციების, ჯავახიშვილისა და წერეთლის უნივერსიტეტების სტუდენტების, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების, საქართველოს მნვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების" დარბაზის მონაწილეობით, ადგილობრივი  თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო აქცია, რომლის ფარგლებში დასუფთავდა  ქალაქის  ცენტრის სიახლოვეს არსებული ტერიტორია, ჩატარდა მსვლელობა სპეციალური ტრანსპარანტებით,  მოეწყო ასფალტზე ხატვა, რც სიმბოლურად ასახავდა მონაწილეთა დამოკიდებულებას გარემოსთან.

აქცია შთამბეჭდავი სანახაობით დასრულდა  - მონაწილეებმა ცაში ფერადი საჰაერო ბუშტები აუშვეს, როგორც  სიმბოლური გზავნილი საზოგადოებისთვის, როგორც მოწოდება - უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, ვიზრუნოთ ეკოკულტურაზე.

მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს აქციის მიმართ -   ტელეკომპანია „რიონმა"  ღონისძიებას სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა. 

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: აქციები | ნანახია: 870 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0