ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებშიკოკის საჯარო სკოლაში ხატვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობამეხუთე - მერვე კლასების 18 მონაწილემ მიიღო. კონკურსის თემა იყო „მშვიდობა შინ - მშვიდობა გარეთ".
მონაწილეებმა დავალება შესანიშნავად შეასრულეს. ჟიურის წევრების მიერ გამოვლენილ სამ გამარჯვებულს სამახსოვრო პრიზები გადაეცა.
კონკურსის დასასრულს მოსწავლეებმა ახსნეს, თუ რისი თქმა სურდათ თავიანთი ნახატებით:
„ როცა ოჯახში მშვიდობაა - ეს ნიშნავს იმას, რომ მთელს მსოფლიოში ყველაფერი კარგად იქნება."
„მშვიდობაა, როცა ირგვლივ ყველას ერთმანეთი უყვარს."
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ასფალტზე ხატვაში კიდევ ერთი კონკურსი ჩატარდა. მასშიმეოთხე საჯარო სკოლის მეოთხე - მერვე კლასების თხუთმეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
პირველ ადგილზე ლიზი ხუჭუა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე თამაზ კვატანია და ბაჩო თელია გავიდნენ. გამარჯვებულ სამ ნახატს სხვადასხვა პრიზი, ხოლო ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
გოგონებთან შეხვედრებზე აქტიურად აისახა ქალთა
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის საკითხები.
აღნიშნული კაპანიიდან გამომდინარე, შეხვედრების
თემა იყო: საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი დოკუმენტაცია ქალთა უფლებებთან
დაკავშირებით. ეს ინფორმაცია საჭირო და დროული აღმოჩნდა დევნილი გოგონებისათვის.
გვანცა ადამია (სენაკი): „ჩემს თაობას, რომელსაც
დევნილის სტატუსი აქვს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია საკუთარ
უფლებებზე."
ანა ხასია (კოკი): „მე მომწონს შეხვედრებზე
დასწრება.ახალ თვისებებს ვიძენ, საკუთარი
თავის რეალიზებას ვსწავლობ."
გოგონებთან ჩატარებულ ოთხ შეხვედრაზე 68 გოგონამ
მიიღო მონაწილეობა.
ლიდერთა სკოლის პირველკურსელმა ირინა ფუტკარაძემ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს გამგეობაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურების თანამშრომლები.
ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გრძელდება. ამჯერად ფორუმ - თეატრმა თავისი მინი - სპექტაკლებიქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და შპს „ ქუთაისის ავტოქარხნის" თანამშრომლებს წარუდგინა
ფორუმ - თეატრს ყველგან ინტერესით ელიან და წარმოდგენების შემდეგ მაყურებელი მსახიობებთან ერთად ცდილობს ძალადობის სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას. დისკუსიების ყველა მონაწილე თანხმდება იმ აზრზე, რომ ძალადობას, როგორც ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ.
დეკემბერში კლუბის ოთხი შეხვედრა ჩატარდა ( ფონდი „სოხუმი", ხონი, წყალტუბო, სენაკი ). მასში 75 გოგონა მონაწილეობდა.
შეხვედრებზე გოგონებმაქალთა მიმართ ძალადობის16-დღიანი საერთაშორისოკამპანიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, დაურიგდათ კალენდრები. პოსტერები, ბუკლეტები.
ქუთაისში გამართული შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რადგან აფხაზეთზე ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ ცნობილ ტელეჟურნალიტ ნინო ძოწენიძეს გოგონები ინტერესით უსმენდნენ.
„ პროექტმა გვასწავლა დამოუკიდებლობა, დროის ფასი. აფხაზეთზე მეტის გაგებისა და შესწავლის სურვილი გაგვიჩნდა",- აღნიშნეს გოგონებმა.
ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 16-დღიანი
კამპანიის ფარგლებში შედგა შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 17-დან
60-წლამდე ასაკის 18 ქალი. მონაწილეებმა მიიღესინფორმაცია კამპანიასთან დაკავშირებით. შემდეგ ერთმა მონაწილემ
შემოგვთავაზა მისი პირადი პრობლემის განხილვა, რაც მშობლებსა და შვილებს შორის
კონფლიქტს ეხებოდა. საუბარმა იმდენად საინტერესო ხასიათი მიიღო, რომ შეხვედრის
მონაწილეები წასვლას არ ჩქარობდნენ.
შეკითხვაზე, რას აძლევთ მათ ფსიქოლოგთან
შეხვედრები, პასუხიერთმნიშვნელოვანი იყო
- ჩვენ დავიღალეთ ერთფეროვნებისაგან, თქვენთან ცოდნასაც ვიძენთ და განტვირთვასაც
ვახერხებთ.
ლიდერთა სკოლის მოსწავლე ლიკა ბარამიამ 16-დღიანი საერთაშორისო
კამპანიის ფარგლებშისანატორიუმ „მედეას"
საფეხბურთო მოედანზე ჩაატარა კონკურსი ასფალტზე ხატვაში. კონკურსის თემა იყო
„სახლში მშვიდობიდან მსოფლიოში მშვიდობამდე", მასში10-დან 18-წლამდე 14 მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსის სამ გამარჯვებულს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცა.
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ელექტროტექნიკური ლიცეუმისა და „ანკომის"
კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა, მათი სოციალური და
საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას, დემოგრაფიული მაჩვენებლების დადგენასა და
აქტიური ჯგუფების შერჩევას ითვალისწინებდა.
„შეხვედრების მიზანია, დახმარება გაეწიოთ დევნილებს თავიანთი პრობლემების
ადვოკატირების მეთოდებისა და შესაძლებლობების შესწავლაში. კოლექტიური ცენტრების
დევნილებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ სამართლებლივი საკითხის გარშემო,
რომელიც ეხება საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას ან ჩასახლებას," - ითქვა
შეხვედრაზე.
დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია განსახლების საკითხთან დაკავშირებით.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოდან
მიღებული ინფორმაციით, „ანკომს" ჰყავს კერძო მესაკუთრე, ამ ეტაპზე განსახლების
ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. რაც შეეხება ელექტროტექნიკურ ლიცეუმს, გარემონტდება
და დევნილებს გადაეცემა.
დასასრულს დევნილებმა დასვეს შეკითხვები, რომელთა უმრავლესობასაც ადგილზე
გაეცა პასუხი.