კვირა, 24.11.2024, 00:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 05

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 22-დან 58-წლამდე  ასაკის აფხაზეთიდან დევნილი  19 ქალი.

თემა „ოჯახის არსი, მისი ფასეულობები და პრიორიტეტები" შეხვედრაში მონაწილე ქალებისათვის ახლობელი აღმოჩნდა  და საინტერესო დისკუსიაც გამოიწვია.

„თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, არ ვიცი, რატომ უნდა გავთხოვდე. მეუღლეები ერთმანეთს  ინტუიტიურად, უსიტყვოდ უნდა უგებდნენ - მაშინ იქნება ჰარმონია და ბავშვებიც ბედნიერები იქნებიან",- თქვა შეხვედრის ერთ - ერთმა მონაწილემ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 838 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2011


ქუთაისის პროფესიულ კოლეჯიბერიაში" 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ  შეხვედრას  სტუდენტები დაესწრნენ.

მათ მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიის შესახებ. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ  ქალების მიმართ  გამოჩენილი ძალადობა ადამიანის უფლებათა  უხეში დარღვევაა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები და ბროშურები.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 859 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.12.2011

ქუთაისში ცენტრალურ მოედანსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიდერთა სკოლის პირველკურსელებმა და აქტივისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აქცია ჩაატარეს.

აქტივისტები ორ ჯგუფად დაიყვნენ, ბუკლეტებსა და ცისფერ ბუშტებს  არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსა და ბავშვებსაც ურიგებდნენ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 989 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0