ფონდ „სოხუმში" ჩატარდა საინფორმაციო ვორკშოპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებისათვის.
ვორკშოპი ჩაატარეს ზურაბ მჭედლიშვილმა (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი), გია გოგიბერიძე (იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი, იურისტი).
ვორკშოპზე შემდეგი თემები განიხილეს:
-სახელმწიფოს კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) მონაწილეობის ფორმები.
-საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და განხილვის პროცედურა, იურიდიული ტექნიკის თავისებურებები.
-ლობირების პროცესი და სტრატეგია საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და მიღებისას.
ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
-ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები.
-ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებლივი დაცვის რეფერალური მექანიზმები.
-სახელმწიფოს „ღია პოლიტიკა" ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) წარმომადგენელთა ჩართულობის თვალსაზრისით.
ფონდი „სოხუმის" იურისტი ფიქრია ქლიბაძე: „განსაკუთრებით დავინტერესდი პეტიციით, თუ რა შემთხვევაში მზადდება მსგავსი ხასიათის დოკუმენტი და რით განსხვავდება ის განცხადებისგან. მსმენელთა მონაწილეობით პეტიცია ადგილზე
დაიწერა."
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |