შეხვედრაზე ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი ოცი ქალი შეიკრიბა. დაისვა მე-11 ბაგა-ბაღის საკითხი. „მეთერთმეტე ბაგა-ბაღს წყალი არ მიეწოდება, რაც ანტისანიტარიას იწვევს და მოსამსახურე პერსონალს ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის", - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აფხაზეთიდან დევნილმა ფატიმა ლაკერბაიამ დასუფთავების საკითხი წამოჭრა, ითქვა, რომ დევნილთათვის ახალაშენებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები დანაგვიანებულია.
შეხვედრის მონაწილეებმა გაზიფიცირების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. „სოკარჯორჯიას" წარმომადგენლის (სოფო ბილიხოძე) თქმით, ფოთში მხოლოდ ერთი ქუჩაა გაზიფიცირებული, უახლოეს მომავალში კიდევ 5 ქუჩის გაზიფიცირება იგეგმება.
აღნიშნული პრობლემები შეხვედრაზე კლუბის წევრებმა საკრებულოს წევრ დარეჯან ცხვიტარიას წარუდგინეს. ქალბატონ დარეჯანის თქმით, მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი მთავრობა ეტაპობრივად აგვარებს, ზემოთაღნიშნულზე რეაგირებაც დროულად მოხდება. |