კვირა, 24.11.2024, 00:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონკურსები

 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში  კოკის საჯარო სკოლაში ხატვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა  მეხუთე - მერვე კლასების 18 მონაწილემ მიიღო. კონკურსის თემა იყო „მშვიდობა შინ - მშვიდობა გარეთ".

მონაწილეებმა დავალება შესანიშნავად შეასრულეს. ჟიურის წევრების მიერ გამოვლენილ სამ გამარჯვებულს სამახსოვრო პრიზები გადაეცა.

 კონკურსის დასასრულს მოსწავლეებმა ახსნეს, თუ რისი თქმა სურდათ თავიანთი ნახატებით:

„ როცა ოჯახში მშვიდობაა - ეს ნიშნავს იმას, რომ მთელს მსოფლიოში ყველაფერი კარგად იქნება."

„მშვიდობაა, როცა ირგვლივ ყველას ერთმანეთი უყვარს."

„მშვიდობა არის  უღრუბლო ცა ჩვენ ზემოთ".

კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 997 | დაამატა: admin | თარიღი: 08.12.2011

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ასფალტზე ხატვაში კიდევ ერთი კონკურსი ჩატარდა. მასში  მეოთხე საჯარო სკოლის მეოთხე - მერვე კლასების თხუთმეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

 

 პირველ ადგილზე ლიზი ხუჭუა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე თამაზ კვატანია და ბაჩო თელია გავიდნენ. გამარჯვებულ სამ ნახატს სხვადასხვა პრიზი, ხოლო ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.   

კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 1237 | დაამატა: admin | თარიღი: 08.12.2011


ლიდერთა სკოლის მოსწავლე ლიკა ბარამიამ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში  სანატორიუმ „მედეას" საფეხბურთო მოედანზე ჩაატარა კონკურსი ასფალტზე ხატვაში. კონკურსის თემა იყო „სახლში მშვიდობიდან მსოფლიოში მშვიდობამდე", მასში  10-დან 18-წლამდე 14 მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსის სამ გამარჯვებულს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცა.

 



კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 828 | დაამატა: moderatori | თარიღი: 08.12.2011


 

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის მეხუთე სკოლაში ასფალტზე ხატვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მეოთხე - მეათე კლასების 15 მოსწავლე მონაწილეობდა. ჟიურის წევრები უფროსკლასელებისაგან შეირჩნენ.

ძალადობის მიმართ  პროტესტის თემაზე შესრულებული ნახატების ძირითადი მესიჯები იყო: - ძალადობა ბოროტებაა, ახალგაზრდები ვირჩევთ მშვიდობიან - არაძალადობრივ გარემოს; რწმენით, სიყვარულით ვძლიოთ ძალადობას;

კონკურსის ბოლოს ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.


კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 1004 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.12.2011


10 მონაწილე ერთი საათის განმავლობაში წერდა თხზულებებს. მათ იცოდნენ, რომ კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას ეძღვნებოდა.

კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეექვსე საჯარო სკოლაში  ჩატარდა, შემდეგ კი ფონდ „სოხუმში" ჟიურიმ შეაფასა მონაწილეთა ნამუშევრები და გამარჯვებულები გამოავლინა.

პირველი ადგილი კონკურსში მონაწილე ერთადერთ ვაჟს, ლევან ბარათელს ერგო, მეორე - მარიამ არჯევანიძეს, მესამე - ლონდა კვანტალიანს.

მეორე დღეს გამარჯვებულებს წიგნები გადასცეს, ყველა მონაწილემ მცირე სამახსოვრო საჩუქარი მიიღო.

- კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, - თქვა ფონდი „სოხუმის" ტელეჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მარიამ არჯევანიძემ. - ძალადობას არავინ არ უნდა შეეგუოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მისაღწევად შინ და გარეთ.

 


კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 964 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.12.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 25
სტუმარი: 25
მომხმარებელი: 0