ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29
 

ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებულ რადიოგადაცემაში ძირითადი ყურადღება გამახვილდა ქალთა აქტიურობაზე საზოგადოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკაში.

ფონდი „სოხუმის" თანათავმჯდომარემ, პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა აღნიშნა: „ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ქალთა აქტიურობა შესამჩნევია, ხოლო სახელისუფლო უწყებებსა და პარტიულ ორგანოებში  ისინი სათანადოდ წარმოდგენილნი არ არიან."

მზია კიკალიშვილმა (საქართველოს დემოკრატიული პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის ლიდერი) თქვა: „ ყოველთვის ვეცდები, დავარწმუნო ქალები  - გააქტიურდნენ. მამაკაცები, განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები, პარტიის მმართველ რგოლში ქალს ძნელად ეგუებიან."

„სამი ქალბატონი დეპუტატი გვყავს საკრებულოში, აპარატშიც ბალანსი დაცულია, სამი განყოფილებიდან ორს ქალი ხელმძღვანელობს. ქალების გააქტიურება უდაოდ საჭიროა,"- ალეკო მამეშვილი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე).

პროექტის ასისტენტი გულნარა ლაკერბაია: „ამომრჩეველ ქალთა კლუბებში აქტივობები გრძელდება, ავირჩიეთ ადვოკატირებისა და  საზოგადოების ინფორმირებულობაზე მომუშავე ჯგუფები. ვფიქრობ, პროექტი ქალთა გააქტიურებას კვლავაც შეუწყობს ხელს და ჯანსაღი კონკურენციაც იქნება."

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 896 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0