შაბათი, 20.04.2024, 12:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 01

 წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში" ლიდერთა სკოლის მოსწავლე მარიკა მამარდაშვილმა ჩაატარა აქცია საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში. აქციას ესწრებოდა ახალგაზრდობა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია აქციის მნიშვნელობაზე, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, ცისფერი ბუშტები.  საკონცერტო დარბაზში ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული პოსტერები გააკრეს.

აქციაში მონაწილე ახალგაზრდობა მიმდინარე საერთაშორისო კამპანიასთან დაკავშირებით ნაკლებად იყო ინფორმირებული. აქციამ მონაწილეები ძალიან დააინტერესა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1100 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2011


1 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მათ მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით,  ფონდი „სოხუმის" აქტივობებზე კამპანიის ფარგლებში.

შეხვედრაზე  ძალადობის პრობლემის არსებობა ერთხმად იქნა აღიარებული და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

 შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს  ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები, ბროშურები დაურიგდათ.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 798 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.12.2011


სენაკის თ. ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლაში  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში  საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის ფასილიტატორი  მარიამ კვანჭიანი იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ოც წლამდე ასაკის ახალგაზრდები, პედაგოგი ქალბატონი.

შეხვედრის მონაწილეებს  16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიეწოდათ, ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული პოსტერები, ბუკლეტები და კალენდრები დაურიგდათ.

შემდეგ ახალგაზრდებს შორის დისკუსია გაიმართა.

 მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ერთი დღე დაუთმონ მსჯელობას ძალადობის საკითხებზე, ხოლო პედაგოგმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებთან ერთად იმუშავებს სასკოლო გაზეთზე ძალადობის პრობლემაზე.   


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 934 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.12.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0