ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ
და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს - ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა კლუბზე დასმული საკითხების ( ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის
ჩართვით) გადაჭრის სტრატეგიაც შეიმუშავა.
შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა
წარმატება მიულოცეს კლუბის აქტიურ წევრს, ოლგა კიკავას, რომელმაც პედაგოგთა სასერთიფიკაციო
გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მოზარდთა
აღზრდისადმი შემოქმედებითი და პროფესიული მიდგომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.
დასასრულს, კლუბის წევრებმა
ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
|