10 დეკემბერს - კამპანიის ბოლო დღეს - რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით პროექტის ფარგლებში მომზადებული ბოლო რადიოგადაცემა გავიდა.
გადაცემის პირველი ბლოკი პროექტის კოორდინატორს დაეთმო, რომელმაც მოკლედ შეაჯამა სამწლიანი მუშაობის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცვლილებებს, რომლებიც მოიტანა განხორციელებულმა საქმიანობამ ფონდის მიერ შექმნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრა ფართოდ გაშლილი საზოგადოებრივი დისკუსიების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად წამოსული ინიციატივების, ინსტიტუციონალური თანამშრომლობის სრულიად ახალი საფეხურის შესახებ, რომლის შედეგია თანამშრომლობის სერიოზული პერსპექტივები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
გადაცემის მეორე ბლოკში საინფორმაციო კამპანია და მასში საზოგადოების ფართე მასების მონაწილეობის მომენტები გაშუქდა. რესპონდენტთა საუბარში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან ძალადობის პრობლემის სწორი აღქმის აუცილებლობა და დაცვის ეფექტური მექანიზმების საჭიროება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |