კვირა, 20.10.2019, 03:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 07

კიდევ ერთხელ გაკეთდა ინფორმაცია  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ. კლუბის წევრებმა აღნიშნეს: „ ოცდახუთ  ნოემბერს ჩავერთეთ მასობრივ აქციაში და ამ გზით უარი ვუთხარით ძალადობას!"

 კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები დაასახელა. მთავარი პრობლემა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მაღალი გადასახადია. ასევე დაისვა გაზიფიცირებისა და ამბულატორიის გახსნის საკითხი. შეხვედრის მონაწილე დევნილი ქალები აცხადებენ,რომ ამ უკანასკნელი პრობლემის ადვოკატირება არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.  

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს,რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების საარჩევნო კომისიის წევრებად თუ დამკვირვებლებად ჩართვას ისურვებდნენ.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 641 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2011

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ლუქსემბურგის ქუჩაზე (ყოფილი საბავშვო ბაღი №30)  აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებულ კოლექტიურ ცენტრში ფსიქოლოგთან შეხვედრას 21-დნ 47-წლამდე ასაკის ცხრა ქალი ესწრებოდა. მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ, შემდეგ კი გაიმართა მსჯელობა თემაზე: „რატომ უნდა უყვარდეს ქალს საკუთარი თავი".

ფსიქოლოგის რჩევა: „ძვირფასო, ქალებო, უპირველესად - ვიყოთ ბუნებრივები, არ დავფაროთ ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეები. თუ საჭიროა, მოუყევით მამაკაცს თქვენს ღელვაზე, შფოთვასა და შიშზე. რატომღაც ძლიერი ქალები ხშირად ამის უფლებას თავს არ აძლევენ და სრულიად ტყუილუბრალოდ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 614 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2011

კოკის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა ხასიამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ოცდახუთი დევნილი თუ ადგილობრივი ახალგაზრდა. მონაწილეებს მიეწოდათ ფონდი „სოხუმის" პრეს - რელიზი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, კალენდრები, პოსტერები, წიგნები.

შეხვედრაზე 16-დღიან კამპანიასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები. გაიმართა დისკუსია, იმაზე თუ როგორ  აღმოიფხვრას საზოგადოებაში ძალადობა, როგორ  დავიცვათ თავი ძალადობისაგან.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მათ ცნობიერებას დადებითად ცვლის.  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 636 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2011


 

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის მეხუთე სკოლაში ასფალტზე ხატვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მეოთხე - მეათე კლასების 15 მოსწავლე მონაწილეობდა. ჟიურის წევრები უფროსკლასელებისაგან შეირჩნენ.

ძალადობის მიმართ  პროტესტის თემაზე შესრულებული ნახატების ძირითადი მესიჯები იყო: - ძალადობა ბოროტებაა, ახალგაზრდები ვირჩევთ მშვიდობიან - არაძალადობრივ გარემოს; რწმენით, სიყვარულით ვძლიოთ ძალადობას;

კონკურსის ბოლოს ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.


კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 799 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.12.2011


10 მონაწილე ერთი საათის განმავლობაში წერდა თხზულებებს. მათ იცოდნენ, რომ კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას ეძღვნებოდა.

კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეექვსე საჯარო სკოლაში  ჩატარდა, შემდეგ კი ფონდ „სოხუმში" ჟიურიმ შეაფასა მონაწილეთა ნამუშევრები და გამარჯვებულები გამოავლინა.

პირველი ადგილი კონკურსში მონაწილე ერთადერთ ვაჟს, ლევან ბარათელს ერგო, მეორე - მარიამ არჯევანიძეს, მესამე - ლონდა კვანტალიანს.

მეორე დღეს გამარჯვებულებს წიგნები გადასცეს, ყველა მონაწილემ მცირე სამახსოვრო საჩუქარი მიიღო.

- კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, - თქვა ფონდი „სოხუმის" ტელეჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მარიამ არჯევანიძემ. - ძალადობას არავინ არ უნდა შეეგუოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მისაღწევად შინ და გარეთ.

 


კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 746 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.12.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0