საახალწლოდ, ფონდის ხელმძღვანელების ინიციატივით, აქტიურ ყოველდღიურ შრომაში ჩაბმული თანამშრომლებისთვის რეაბილიტაცია მოეწყო.
ტრენინგი ჩაატარეს სპეციალურად მოწვეულმა ფსიქოლოგ-რეაბილიტოლოგებმა ინა აირაპეტიანმა და ხედა ომარხაჯიევამ (გროზნოს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები).
ტრავმის სიმპტომების გამოვლენა, დაძაბულობის მოხსნა, ემოციური წვის სინდრომი, ფსიქოკორექცია და ფსიქოთერაპია - ამ და უამრავ სხვა საკითხზე მუშაობდნენ ფონდელები ორი დღის განმავლობაში.
ემოციური იყო ყოველი სავარჯიშო, რადგანაც მათი მეშვეობით მონაწილეებმა ჩაიხედეს საკუთარ სულში, გრძნობებში, წარსულში და შეეცადნენ იმ რესურსების პოვნას, რომელთა დახმარებითაც უნდა შეძლონ გამკლავება ტკივილთან, სტრესთან, ავადმყოფობასთან, პრობლემებთან...
და შეძლონ სხვათა დახმარებაც, რადგანაც წინ ახალი, არანაკლებ დატვირთული და აქტიური წელიწადი ელოდებათ...
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |