შაბათი, 20.04.2024, 04:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 31 » ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში
01:07
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა იურისტის კონსულტაციები მოისმინეს,რომელიც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდებოდა: განქორწინება, იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები,  ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში და სხვა.

შეხვედრის მეორე ნაწილში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში, რომელსაც უძღვებოდა - ნათელა ლიპარტელიანი. მან მონაწილეებს ნამცხვრის მომზადება ასწავლა.

როგორ მზადდება ნამცხვარი „იდეალი", რა ინგრედიენტებია საჭირო მის მოსამზადებლად - თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ. ერთი საათის შემდეგ ყველა მონაწილემ დააგემოვნა ერთობლივად მომზადებული ნამცხვარი.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს მასტერ-კლასი და აღნიშნეს: „ძალიან კარგია, როცა გვაქვს საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მოვუწყოთ ჩვენს თავს თუნდაც ერთდღიანი დღესასწაული, განვიტვირთოთ ყოველდღიური პრობლემებისაგან."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 1134 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0