მორიგ შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა
კლუბში ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრეს - უკვე მიღწეულზეც და სამომავლო გეგმებზეც.
კლუბის მოდერატორის ინგა არჩაიას თქმით, ჯგუფმა ამჯერად პატარების
მხარდაჭერა გადაწყვიტა, შეისწავლა სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაგა-ბაღის პრობლემა
- ბაგა-ბაღი რემონტს საჭიროებს.
ადვოკატირების ჯგუფმა ხელშეწყობისთვის მიმართა ზუგდიდის საკრებულოს
მუნიციპალიტეტს. ადვოკატირების პირველი ეტაპი დასრულებულია - გაკეთდა რემონტისათვის
საჭირო ხარჯთაღრიცხვა (1741 ლარი).
კლუბზე მოწვეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა, რომელმაც აღნიშნა: „მე ვიცნობ და მივესალმები
კლუბის საქმიანობას. ჩვენც აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან, რომ ერთად შევძლოთ აქტუალური
პრობლემების მოგვარება."
კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ რემონტი მალე დაიწყება, მაგრამ
პროცესის დასაჩქარებლად ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართავენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის
(NED) მხარდაჭერით (აშშ) |