„საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებთ
ყურადღებას სამოქალაქო ინიციატივაში, მტკივნეული ყოფილა საზოგადოებისათვის. ბევრს სწორედ
ახლა მიეცათ აზრის გამოთქმის და პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
ადამიანები მოდიან და გვთავაზობენ ფიზიკურ მონაწილეობას სამუშაოებში, ფინანსურ დახმარებას."
„თვითმმართველობაში სხვა
თემებიდანაც შევიდა თხოვნა, მომავალ ბიუჯეტში ჩაიდოს თანხები სოფლის სასაფლაოების კეთილმოწყობისათვის."
როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ,
საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში, დარიგდა საინფორმაციო ფურცლები,
მიდის მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. ინიციატივით დაინტერესდა ადგილობრივი მედია
და დაიგეგმა გადაცემა.
ზუგდიდში გამართული პანელური
დიალოგის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მადლობელნი არიან, რომ ფონდი
„სოხუმის" ქალთა კლუბი აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო პროცესში.
„რაც
უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, მეტი საქმე გაკეთდება. სწორედ მოქალაქეთა
ჯგუფებიდან უნდა წამოვიდეს ინფორმაცია იმაზე, რაც გასასწორებელია და რაზეც გადაწყვეტილებაა
მისაღები. გისმენთ და გაოცებული ვარ თქვენი ენთუზიაზმით, იმ საქმიანობის მოცულობით,
რომელიც დღემდე ჩაატარეთ. გარწმუნებთ, რომ თქვენს გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ ამ მართლაც დიდი
საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე საკითხს", - აღნიშნა გიორგი თოდუამ,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |