კვირა, 24.11.2024, 00:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 18 » ვორკშოპი ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში
18:58
ვორკშოპი ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

 

პროექტის  „ქალები და გოგონები  - მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში კიდევ ერთი ვორკშოპი ამჯერად ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალები და გოგონები იმ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხნენ, რომლებიც მათ ადამიანურ უსაფრთხოებას ემუქრება. ყველაზე საგანგაშო - რაც გამოიკვეთა - ადამიანის გატაცების გაზრდილი მასშტაბები გალის რაიონში, რომელიც გამოსასყიდის გადახდის შემდეგ „მშვიდობიანად“ სრულდება. სერიოზულ წუხილს იწვევს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.  ქალები ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ საჭიროებად დასაქმებას ასახელებენ. თუმცა დაფიქსირდა შემაშფოთებელი ინფორმაციები კერძო სექტორში შრომის ელემენტარული უფლებების დარღვევებზე. საუბარი შეეხო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს. ქალების ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამაში არ არის დაცული სოციალური სამართლიანობის პრინციპი და საჭიროა მისი დახვეწა. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 778 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0