მთავარი »
2014 » ოქტომბერი » 10 » ვორკშოპები ახალგაზრდებთან
22:46 ვორკშოპები ახალგაზრდებთან |
|
გრძელდება ვორკშოპები ოჯახური კონფლიქტების თემაზე. ოქტომბერში ვორკშოპები ჩატარდა ახალგაზრდებთან ქუთაისში, ხონში და ზუგდიდში (კოკში).
ვორკშოპი იწყება პიროვნული კონფლიქტების გარჩევით. როგორც ინტერაქტივმა აჩვენა, ახალგაზრდები ფსიქოლოგიური კუთხით ნაკლებად იცნობენ საკუთარ თავს. სხვა დროს არ უფიქრიათ იმაზე, კონფლიქტურ სიტუაციაში როგორ შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა.
ამის შემდეგ დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე: პიროვნული კონფლიქტების კავშირი ოჯახურ კონფლიქტთან, პიროვნების ხასიათი და კონფლიქტების განვითარება.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა, ვისწავლოთ ემოციების მართვა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: ვორკშოპები |
ნანახია: 801 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |