კვირა, 24.11.2024, 00:35
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 15 » თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა - ბათუმის საკრებულოში
00:22
თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა - ბათუმის საკრებულოში

„გენდერული საკონსულტაციო საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური მართვა".

 

რა ფუნქცია ექნება გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, ვინ მოიაზრება მის წევრად, რა ფორმით ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, როგორ უნდა ჩაერთოს ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრაში, გენდერული საჭიროებების კვლევასა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში - ბათუმის საკრებულოს წევრებთან ფონდის წარმომადგენლებმა რიგით მესამე შეხვედრა მოაწყვეს, სადაც მოხდა ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა ვერულიძემ კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ ფონდი „სოხუმის" პროექტი მიმართულია სახელმწიფო და სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ. მისი აზრით, სასურველია მოქალაქეთა მეტი ჩართულობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა - ითანამშრომლონ ქალთა ორგანიზაციასთან პროექტით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში. პირველი ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდსა და საკრებულოს შორის, რაც შეთანმების სტადიაშია.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0