მთავარი »
2014 » ივლისი » 12 » ტრენინგი ფსიქოლოგებისთვის
00:24 ტრენინგი ფსიქოლოგებისთვის |
|
11-13 ივლისს ქუთაისში, ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ტრენინგი ფსიქოლოგებისთვის ფონდ VOGEL STIFTING-ის ნაწილობრივი მხარდაჭერით. ეს იყო მეორე ეტაპი ტრენინგისა, რომელიც გაიმართა გასული წლის 13-14 სექტემბერს.
საინტერესო იყო თემა - არტ-თერაპიის მეთოდების გამოყენება ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მუშაობა მენტალურ ბარათებთან. მენტალური ბარათები - ეს არის აზროვნების ვიზუალიზაციის განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც აგებულია ეფექტურ ალტერნატიულ ჩანაწერებზე. ზოგიერთ თარგმანში ამ მეთოდიკას სხვა სახელი აქვს - „გონების ბარათები“, „ინტელექტ-ბარათები“, „მეხსიერების ბარათები“.
ტრენინგი ჩაატარა ნატალია ნელიდოვამ (პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, არტ-თერაპიის სპეციალისტი), ტრენინგის მუშაობაში კი მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები უნივერსიტეტიდან, სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან (სულ 13 ადამიანი).
|
|
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები |
ნანახია: 723 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |