დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონის (ქუთაისი,
ფოთი,
ზუგდიდი,
სენაკი,
წყალტუბო, ხონი) ადგილობრივი თვითმმართველობის, გამგეობისა და სოციალური სამსახურის 18 წარმომადგენელი შეკრიბა ფონდმა „სოხუმმა"
კურორტ საირმეში.
3 დღის განმავლობაში მათი მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი „პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ".
ტრენინგის მონაწილეებისთვის ბევრ ნაცნობ საკითხთან ერთად იყო ახალი
ინფორმაციები და მიდგომები. ეს განაპირობა განსახილველად წარმოდგენილმა თემებმა: გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის რეფერალური მექანიზმები, ინსტიტუციური თანამშრომლობის მოდელი...
ტრენინგის ბოლოს თითოეული ქალაქის მიხედვით შემუშავდა კონცეფცია მომავალი სტრატეგიისთვის.
ფონდი „სოხუმის" მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის შეუძლებელია ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების
ჩართვის გარეშე. ტრენინგი სწორედ მჭიდრო თანამშრომლობას ემსახურებოდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brot für die Welt –
Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |