ტელერადიოკომპანია „რიონმა“ სპეციალური გადაცემა მიუძღვნა სამწუხარო ფაქტებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის შედეგად. გადაცემაზე წაკითხულ იქნა ფონდი „სოხუმის“ ღია წერილი-მიმართვა, რომელიც კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკითხის მიმართ მთელი საზოგადოების, თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.
გადაცემამ, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ძალადობის საწინააღმდეგო ჯანსაღ განწყობებთან ერთად მაყურებელს დაანახა საგანგაშო ტენდენცია - საზოგადოების ნაწილი ცდილობს მოძალადე მამაკაცების საქციელს გამართლება მოუძებნოს!
როგორც გადაცემის მონაწილეები აღნიშნავენ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი საკანონმდებლო დონეზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.
|