როგორც კი დაიწყო ქსელური დებატები ახალგაზრდულ პრობლემებზე, მაშინვე გაჩნდა რეკომენდაციები უფროსი თაობისგან. ისინი თავიანთი ახალგაზრდობის პერიოდს ადარებენ ჩვენს რეალობას. იკვეთება მიზეზები - კომპიუტერი, ინტერნეტი, ცუდი ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის, რომლებიც თითქოს უცხონი გახდნენ ერთმანეთისთვის.
- ის, რომ დღეს თქვენ უფრო დამოუკიდებლები ხართ, ყველაფრის უფლებას არ გაძლევთ. არ უნდა დაივიწყოთ და პატივი უნდა სცეთ ეროვნულ ტრადიციებს.
- ჩვენ ახალი თაობა ვართ, რომელიც ვეცნობით, ვფილტრავთ და ვიღებთ ცივილიზაციას, რომელიც ჯერაც ტრანსფორმაციის პროცესშია. იმედი გვაქვს, ჩვენს რეალობაში მხოლოდ საუკეთესო დარჩება.
სხვადასხვა თაობის ურთიერთობების თემის განხილვისას ამ ორმა კომენტარმა ე.წ. ლაიქების ყველაზე დიდი რაოდენობა დაიმსახურა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|