სტამბოლში ერთმანეთს შეხვდნენ პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება გადაწყვეტილების
მიღების პროცესში" შემსრულებლები - ფონდი
„სოხუმისა" და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის წარმომადგენლები. სულ შეხვედრაზე ჩავიდა
7 ქალბატონი, 4 - ქუთაისიდან და სამი – სოხუმიდან.
შეხვედრა პირველი (პილოტური) ეტაპის დასასრული იყო და მასზე განიხილეს
შემდეგი საკითხები: პროექტის შესრულების ანალიზი და გამოცდილების გაზიარება, მეორე
ეტაპის გეგმა და პროექტის გაგრძელების სამოქმედო გეგმის შედგენა.
შეხვედრას პროექტის შემსრულებლების
გარდა ესწრებოდა ბატონი კევინ ტაიტი - შვეიცარიის
საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შეხვედრის მიზანი მიღწეულია: ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა პროექტის
გაგრძელების სტრატეგიული მიმართულება.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის
მხარდაჭერით |