მთავარი »
2014 » ივლისი » 3 » შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში
10:47 შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-ის წარმომადგენლები შეხვდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებზე.
შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ფონდი „სოხუმის“ წევრები.
მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სამართალდამცველთათვის ჩატარებული ტრენინგების შესახებ და გააცნეს შემაკავებელ ოქმში შეტანილი ცვლილებები.
შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის ეფექტურად შესრულებისთვის სამოქალაქო სექტორის ადეკვატური მხარდაჭერა და ჩართულობა აუცილებელია.
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 714 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |