ქალაქ ბათუმში, ბარცხანას ტერიტორიაზე ჩატარდა ტერიტორიის დასუფთავების აქცია სახელწოდებით „ეს ჩემი ქალაქია!”
კლუბის აქტივისტებს შემოუერთდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, სტუდენტები, მე-17 საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლეები.
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივას მხარი დაუჭირა ქალაქის მერიამ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია Techno Boom-მმა სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებს მაისურები გადასცა.
აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია
აქციის შესახებ და ფოტოსურთები განათავსეს ფონდი „სოხუმის" ბათუმის ამომრჩეველ ქალთა ფეისბუქ-გვერდზე (https://www.facebook.com/fundsokhumi
batumi.batumi) და მოუწოდეს მკითხველებს:
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება... გვინდა მთელი საზოგადოება ისეთი ერთსულოვანი იყოს მშობლიური ქალაქისადმი ზრუნვაში, როგორც დღევანდელი აქციის მონაწილეები.
ჩვენი კამპანია გრძელდება!
შემოგვიერთდით!
აქციის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა
გაზეთმა „აჭარა P.S."-მა.
http://adjaraps.com/2013/06/14/დასუფთავების-აქცია-ბარცხ/#.Ubwk9ZWshCc.facebook
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |