2, 3 და 11 აპრილს წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგ თათა კალანდაძის კონსულტაცია.
39 ქალბატონთან გამართული შეხვედრები ითვალისწინებდა ფსიქოლოგიურ ტესტირებას - რამდენად კარგად იცნობენ დედები საკუთარ შვილებს.
ტესტირების მიზანია მშობლებისა და შვილების ურთიერთობების სწორი ფორმირება და კონსტრუქცია, პრობლემურ ურთიერთობათა ანალიზი და კორექცია.
თემა და ტესტირებაც ქალებისათვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა. 39 ქალბატონიდან 23 არის მშობელი და მათ შორის 35-40% ნაკლებად იცნობს საკუთარ შვილს, არ იცის, რა უნდა მას, რას განიცდის, რით არის დაინტერესებული, რა პრობლემები აქვს პირად თუ მიკროსოციუმში, არ იცის, რა ანიჭებს სიამოვნებას, ან რა არის შვილისათვის მიუღებელი.
ტესტირების ჩატარებისა და შედეგების ანალიზის შემდეგ წარიმართა მსჯელობა რეალურ პრობლემაზე, ქალბატონებმა მიიღეს რჩევები შვილებთან მეტად დაახლოებისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|