პარასკევი, 20.09.2019, 00:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 24 » რადიოსიუჟეტი „ძველ ქალაქში“
13:39
რადიოსიუჟეტი „ძველ ქალაქში“

 

რადიო „ძველ ქალაქში“ გასული სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ყველაზე საინტერესო მომენტებს ასახავს.

საბჭოს წევრები ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე და მის შედეგებზე საუბრობენ. მათი აღნიშვნით - კვლევამ ძალიან ბევრი ისეთი საჭიროება გამოავლინა, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანდა და უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებდა. მაგალითად - ახალგაზრდების მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამების, ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მეტი ჩართულობის აუცლებლობა; ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური გარემოებების გამო მასობრივად შინამეურნეობაზე გადასული მოსახლეობის პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა მცირე საწარმოების შესაქმნელად; ქალთა მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა და ა.შ.

კვლევაზე დაყრდნობით საბჭოს უკვე მზადა აქვს წინადადებები და რეკომენდაციები ახალი საკრებულოსთვის წარსადგენად.

გადაცემა არჩევნების შემდეგ სენაკის საკრებულოში შექმნილ გენდერულ სურათსაც შეეხო: როგორც სიუჟეტში გამოჩნდა, ქალებს საკმაოდ კარგი პოზიციები აქვთ საკრებულოში. არჩეული 6 ქალბატონიდან ერთი  სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, ორი - სხვადასხვა ფრაქციას ხელმძღვანელობს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 533 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0