მთავარი »
2013 » ივნისი » 21 » ფოთის ადგილობრივი მთავრობა მხარს უჭერს კლუბის ინიციატივას
20:23 ფოთის ადგილობრივი მთავრობა მხარს უჭერს კლუბის ინიციატივას |
| ქალაქის ხელმძღვანელობა მზადაა, მხარი დაუჭიროს
კლუბის ინიციატივას. ეს გამოჩნდა პანელურ დიალოგზე,
რომელიც გაიმართა ფონდი „სოხუმის" ფოთის ამომრჩეველ
ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფსა და
ფოთის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის.
გადაწყდა ერთობლივი მუშაობა სკვერის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის
გასაკეთებლად. განისაზღვრა პოტენციური პარტნიორები კერძო კომპანიების სახით, რომლებიც დაეხმარებიან
სკვერის კეთილმოწყობაში.
შეხვედრაზე დაიგეგმა აქცია ქალაქის
ცენტრში მდებარე სკვერის დასუფთავებისათვის,
საამისოდ გამოყენებული
იქნება ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსები. მაქსიმალურად ჩაერთვებიან ახალგაზრდები, მოიწვევენ მედიასაშუალებებსაც.
როგორც აღინიშნა, საზოგადოების
ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს
ქალაქისთვის აქტუალური საკითხების გარშემო.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 756 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |