50-მდე ადამიანი
შეიკრიბა სამოქალაქო ფორუმზე ბათუმში (სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, სამთავრობო
და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები).
ფორუმის თემად
შერჩეული იყო: ოჯახში ძალადობა - საზოგადოებრივი სატკივარი.
ექსპერტების გამოსვლის
შემდეგ მუშაობა ჩატარდა ოთხ ჯგუფში.
მონაწილეებმა
აქტიურად იმსჯელეს ამ პრობლემაზე, როგორც სოციალურ ბოროტებაზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე
პრობლემის მიმართ. ყოველივე ეს კარგად გამოჩნდა პრეზენტაციებში და აისახა რეკომენდაციებსა და წინადადებებში.
ეს იყო ბოლო აკორდი
პროექტისა „ახალგაზრდობა არაძალადობრივი
კულტურისთვის ბათუმში", რომელიც დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მხარდაჭერით |