მთავარი »
2014 » ოქტომბერი » 1 » ფონდი „სოხუმი“ - შინაგან საქმეთა სამინისტროში
21:08 ფონდი „სოხუმი“ - შინაგან საქმეთა სამინისტროში |
|
შეხვედრის მონაწილეთა შორის - ერთ-ერთი იყო ფონდი „სოხუმი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს თანამშრომლები ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით დანერგილი სიახლეები გააცნო. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა კი სამინისტროს მიერ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა და გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 712 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |