ოთხშაბათი, 27.11.2024, 22:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 1 » პრეს-რელიზი
15:23
პრეს-რელიზი

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდისოხუმი" პროექტი

„ქალთა სამოქალაქო მონაწილეობა"

 

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 სექტემბრამდე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდისოხუმი" დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED, ვაშინგტონი) ხელშეწყობით ახორციელებს პროექტსქალთა სამოქალაქო მონაწილეობა".

 

პროექტის გეოგრაფია მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონს (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია).

პროექტის მიზნები:

v    სამოქალაქო  საზოგადოებაში და კონფლიქტის მოგვარებაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა

v   ქალთა სამოქალაქო შესაძლებლობების გაუმჯობესება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის

 

პროექტში იგეგმება ამომრჩეველ ქალთა ლიგის ინტენსიური საქმიანობა დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი და ბათუმი. პროექტის მეორე ნახევარში შეუერთდება ოთხი სოფლის კლუბი - ხურჩა, კოკი, მენჯი, ბია (სამეგრელო).

საგანმანათლებლო საქმიანობის ახალი ეტაპი მოიცავს  ვორკშოპების ჩატარებას, სადაც ქალები შეისწავლიან დებატების წარმართვისა და ადვოკატირების ტექნიკას, ადვოკატირებისა და ლობირების  სტრატეგიების შემუშავებას და აიმაღლებენ ლიდერულ უნარ-ჩვევებს.

შესაბამისი უნარებით აღჭურვილი ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები დაესწრებიან ადგილობრივი საკრებულოების სხდომებს და ჩაატარებენ პოლიტიკური პარტიებთან შეხვედრებს  ქალთა საკითხების მიმართ მეტი ყურადღების მისაპყრობად. ასევე  შემუშავებენ წინადადებათა პაკეტ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის კუთხით, რომლებიც შემდგომი ადვოკატირებისა და ლობირებისათვის წარედგინება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა შესაბამის სტრუქტურებს.

პროექტის განხორციელების პერიოდში, ფონდი „სოხუმისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის ქალთა ასოციაციის" (სოხუმი) წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან ერევანში მუშაობის გამოცდილების გაზიარებისა და  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება მიმართული იქნება ქალთა შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სამოქალაქო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი სრულფასოვანი ჩართვის მიზნით.

მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, რაც ხელს შეუწყობს პარტიულ სტრუქტურებში ქალთა მხარდაჭერას, ასევე განაპირობებს ამომრჩეველ ქალთა ლიგასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მჭიდრო კავშირს და პოტენციური ქალი კანდიდატების მხარდაჭერას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში.  

მიგვაჩნია, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალთა სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ სრულფასოვან მონაწილეობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მომავალი ადგილობრივი არჩევნების გენდერულ სურათზე პოზიტიურ გავლენას, ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და გენდერული თანასწორობის   დამკვიდრებას.

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 2027 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0