| „ის ერთი დღე, როცა აქციას
შემოვუერთდით, არ იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ დასუფთავების კუთხით. ეს იყო ზოგადად ჩვენი
მოქალაქეობივი ცნობიერების გამოხატულება”.
„აღფრთოვანებული დავრჩი საინიციატივო
ჯგუფის საქმიანობით. ეს მართლა პატარა ზეიმი იყო, სადაც ახალგაზრდები, უბრალო ადამიანები,
სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციები ერთი სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალული. მე ტელესიუჟეტით
გავიგე ამ ღონისძიების შესახებ. მომეწონა აქციის მეთოდებიც - ფლეშმობი, პოსტერები,
ასფალტზე ხატვა, საჰაერო ბუშტებიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები,
ვინც იქ იყვნენ, აქტიური მოქალაქეები უკვე არიან".
ქუთაისში გამართული პანელური
დიალოგი ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივის განხორციელებას
და პარტნიორებთან ერთად საქმიანობის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრას შეეხო. მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ
ეკოკულტურის საკითხების აქტუალობას, ამიტომ დაიგეგმა პრობლემის მასშტაბების შესასწავლად
მოხალისეობრივ საწყისებზე პატარა კვლევის გაკეთება და შედეგების განზოგადება, რათა
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდგომ გარკვეული ღონისძიებები განახორციელოს.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |