პარასკევი, 26.04.2024, 04:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 11 » პანელური დიალოგი ხონში
14:12
პანელური დიალოგი ხონში

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მორიგი პანელური დიალოგი გაიმართა. ინიციატივის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წინა შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ აქტივობებზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ი სამომავლო გეგმებზეც, რომლებიც თანხვედრაშია კლუბის მიერ ინიცირებულ საკითხებთან.

ითქვა, რომ კლუბის აქტივისტებმა ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია, საზოგადოებას გააცნეს გეგმები, რის შემდეგაც ბუნებრივად მოხდა ინიციატივის გავრცობა. მასზე „მეგა TV"-ს სიუჟეტმაც მოუთხრო მაყურებელს: მოსახლეობამ ხონის შესასვლელში არსებული სკვერის რეაბილიტაციის საკითხი დააყენა და გამოთქვა მზადყოფნა, თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მის კეთილმოწყობაში -  დარგოს ყვავილები და მცენარეები.

გამგებლის მოადგილის, ირაკლი ბახტაძის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განიხილა ქალთა კლუბის ინიციატივა და დადებითი გადაწყვეტილებაც მიღებულია: ტენდერის დასრულების შემდეგ, გამოთავისუფლებული თანხებით, ქალაქის ბულვარში დაიდგმება ბავშვთა გასართობი ატრაქციონი. მოძიებულია თანხები ბულვარის კეთილმოწყობისთვისაც, რაც კლუბის წევრების მიერ წარმოდგენილი პროექტების მიხედვით განხორციელდება.

მიმაჩნია, რომ ადამიანმა სრულად უნდა მიიღოს ის კეთილდღეობა, რის საშუალებასაც სახელმწიფო იძლევა და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მის შექმნაში. ამიტომ დიდ პატივისცემას გამოვხატავ ყოველი სამოქალაქო ინიციატივისადმი, რომელიც ამას ემსახურება", - აღნიშნა ირაკლი ბახტაძემ.

რაც შეეხება სხვა სკვერების რეაბილიტაციას, მოხდება საკითხების შესწავლა და, შესაბამისად, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაც მიიღება.

კლუბის ინიციატივის მეტი რეზონანსსთვის პანელური დიალოგი გაშუქა  „მეგა TV"-ის არხზე, მომზადდა საგაზეთო სტატიაც. ეს საუკეთესო საშუალებაა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებ წარმოჩენისთვის.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 707 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0