კვირა, 24.11.2024, 01:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 19 » ოზურგეთის კლუბი საკრებულოსთან თანამშრომლობს
21:36
ოზურგეთის კლუბი საკრებულოსთან თანამშრომლობს

ფონდი „სოხუმის" ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ტრადიციისამებრ, ქალბატონებმა კლუბის შეხვედრაზე საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე მოიწვიეს და ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე: ქალაქის ზოგიერთ უბანში არ არის წყლის სასმელი „სოკოები", საპირფარეშოები, უმოქმედოა შადრევანი ქალაქის ცენტრში...

თავად ლელა ნაცვალაძემ ნომერ პირველ პრობლემად დაასახელა ის, რომ ქალაქს არა აქვს განაშენიანების პროგრამა, რაც აფერხებს ნორმალურ განვითარებას. ის უკანონო მშენებლობების საკითხსაც შეეხო.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ კლუბზე დასმულ პრობლემებს საკრებულოს სხდომაზე გააცნობს კოლეგებს. იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო ტრადიციას განაგრძობს და კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს ქალთა კლუბთან, რაც პრობლემების ადვოკატირებასა და მოგვარებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 790 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 23
სტუმარი: 23
მომხმარებელი: 0