შაბათი, 20.04.2024, 12:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 20 » ორი ტელესიუჟეტი -„რიონის“ ეთერით
21:00
ორი ტელესიუჟეტი -„რიონის“ ეთერით

 

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ივლისში გასული ორი ტელესიუჟეტი ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს დღის წესრიგს ეხება. 

ტელეჟურნალი „7 დღე“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევებით  გამოვლენილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც საბჭოს წევრები აღნიშნავენ, გამოკვეთილი პრობლემების ირგვლივ საინტერესო წინადადებები და რეკომენდაციები ჩამოყალიბდა და იმედოვნებენ, რომ ახალი საკრებულო ყურადღებით მოეკიდება შემოთავაზებულ ინიციატივებს.

საუბარი სკოლამდელი დაწესებულებების გენდერული მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებსაც შეეხო და ითქვა, რომ კარგი იქნება ამ კუთხით საკითხის გამოსწორება დროულად მოხდეს.

საბჭოს სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების გენდერულ სურათზე ისაუბრეს. როგორც სიუჟეტში ითქვა, წლევანდელი არჩევნები განსხვავდებოდა წინა არჩევნებისაგან იმით, რომ პარტიულ სიებში მეტი ქალი იყო ჩართული. იყო მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატი ქალები, ასევე - ქალებს ჰქონდათ მცდელობა დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის კუთხით, რაც საკმაოდ თამამი განაცხადი იყო.

სიუჟეტში ითქვა ასევე, რომ საბჭო ახალ საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მომდევნო სხდომას საკრებულოს ხუთკაციანი ჯგუფიც შეუერთდება. 

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 750 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0