მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება;
დევნილ ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ყველაზე საჭირბოროტო საკითხები; სად გრძნობენ ისინი თავს ყველაზე ნაკლებად
დაცულად; ვის ხელეწიფება არსებული მდგომარეობის გამოსწორება; გენდერული ძალადობა, როგორც ქალთა ადამიანური უსაფრთხოების
ერთ-ერთი ყველაზე „სუსტი" ადგილი; სახელმწიფოს, საზოგადოების წილი პასუხისმგებლობა
და ძალადობის პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებები; „მშვიდობისმყოფელ ქალთა ბაზის"
თვალსაჩინო მაგალითი, როგორც ნიმუში თავგანწირული ბრძოლისა ქალთა და გოგონათა უფლებების
დასაცავად მსოფლიოს ყველაზე „ცხელ" წერტილებში - წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში
მრგვალ მაგიდასთან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა,
ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.